რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია

დღეს, 25 აპრილს დილით მოსკოვში ჩავიდა -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომაგდენელი სტივ უიტკოფი. ამის შესახებ ს სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც აშშ-დან, კერძოდ, ფლორიდიდან სპეცრეისს ასრულებდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში ლატვიის მხრიდან შევიდა და მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა.
ამერიკული გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ კვირაში წერდა, რომ 25 აპრილს, მოსკოვში დაგეგმილია სტივ უიტკოფის მორიგი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
სტივ უიტკოფი ში ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ს მიერ შერჩეული მთავარი მომლაპარაკებელია. ბოლო თვეებში უიტკოფი რუსეთს უკვე მეოთხედ სტუმრობს. მისი წინა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.
სტივ უიტკოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან ერთად 17 აპრილს პარიზში მონაწილეობდა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებში.
რუბიო და უიტკოფი აღარ ჩავიდნენ ლონდონში, სადაც 23 აპრილს უკრაინისა და ევროპის სამი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრაში მხოლოდ კელოგი მონაწილეობდა.
პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას და ევროპის ქვეყნებს წარუდგინა უკრაინაში ომის დასასრულებლად მომზადებული გეგმა, რომლის პუნქტებს შორისაა 2014 წლიდან ანექსირებული ს რუსეთის ტერიტორიად აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ნატოს გაწევრებაზე უარი.
ამერიკული მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ლონდონში რუბიოს და უიტკოფის ვიზიტი გააუქმდა ამ გეგმისადმი ს უარყოფითი პოზიციის გამო.
ფორუმი