რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე – ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს!

ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ ის ჩვენ გვყავს! – ამის შესახებ ს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა.
„ამერიკაში სურთ, რომ პრეზიდენტად პუტინი ჰყავდეთ. მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს! მათ კი ბაიდენი ჰყავთ. ხედავთ, სასჯელი მათთვის”, – განაცხადა ვოლოდინმა.
სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ასევე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის მომავალი მხოლოდ პუტინთან ერთად არის, ვინაიდან რუსეთი მასთან ერთად „განვითარდება“ და „ძლიერი იქნება“.
ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა დააფასონ, რომ „პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრის, კონკურენციის გარემო შექმნა“, მაგრამ ამავდროულად საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და მხოლოდ პუტინს მისცენ ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით