რუსეთის სახელმწიფო დუმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ამკაცრებს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საშუალებას პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ იძლევა და არა ერთი წლის განმავლობაში ორი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, როგორც ეს კანონით ამჟამად არის დადგენილი.
მედიის ინფორმაციით, ინიციატივას მხარი დაუჭირა სახელმწიფო დუმის 342-მა დეპუტატმა, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა მისცა.
ცვლილებები ეხება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლს „უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდების“ შესახებ. სამართალდამრღვევებს, შესაძლოა, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა