“რუსეთის სასიყვარულო ურთიერთობები არ გვაქვს” – მაჭარაშვილი

რუსეთიდან ავიარეისების რაოდენობის გაზრდაში “ხალხის ძალა” პრობლემას ვერ ხედავს.
გურამ მაჭარაშვილი:
რუსეთის მოქალაქე ჯერ ერთი, ყოველთვის არ ნიშნავს ეთნოსით რუსს, რუსეთის ბევრი მოქალაქეა ქართველი, ესეც რომ იცოდეთ. ისეთ დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებთ, სჯობს ამ ახალი წლის დღეებში არ გააკეთოთ. თქვენ ამბობთ, რომ “აირზენას” თუ ნებისმიერ სხვა კომპანიას შემოჰყავს არაკანონიერად მგზავრი ქვეყანაშ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ ეს კითხვა უნდა დასვათ. თუ თქვენ ეს ინფორმაცია არ გაქვთ, რომ ნებისმიერი კომპანიას არაკანონიერად შემოჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ისინი აქ არაკანონიერად იმყოფებიან, მაშინ ეს კითხვა უნდა დასვათ. შეგიძლიათ ჩამომითვალოთ საქართელოს დამპყრობელი ქვეყნები რომლები არიან? თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციასთან სასიყვარულო ურთიერთობები არ გვაქვს.
შეგახსენებთ, რომ რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” 26 იანვრიდან ფრენებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქებიდანაც განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)