რუსეთის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის ივანიშვილს ასანქცირებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატი თავმჯდომარის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბლინკენი წერს, ივანიშვილი დასანქცირდა საქართველოს დემოკრატიისისა და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის.
სანქციებს უწერებს ბიძინა ივანიშვილს , “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისისა და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. […]
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს, რომელიც ივანიშვილის ლიდერობით ხორციელდება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებზე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე ძალადობასა და რეპრესიებს.
შეერთებული შტატები მოწოდებულია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში”, – წერია ბლინკენის განცხადებაში.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია