რუსეთის სასამართლომ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ ლიუსია შტეინს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით პატიმრობა

მოსკოვის სასამართლომ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილესა და კრიზისული ჯგუფი „СК SOS“-ის თანამშრომელს, რომელიც ლგბტ პირებს ეხმარება ჩრდილოეთ კავკასიაში, ლიუსია შტეინს, დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით კოლონიაში პატიმრობა.
პროკურორი მისთვის 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
შტეინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ ცნობილი გახდა 2023 წლის თებერვალში. მას ბრალდება წაყენებული აქვს ს არმიაზე ე.წ. ფეიკების შესახებ მუხლით. საქმის აღძვრის საბაბი გახდა ტვიტი, რომელიც მან 2022 წლის მარტში დაწერა. მასში შტეინმა კომენტარი გაუკეთა ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები ფეხებში ესროდნენ რუს ტყვეებს.
„ტიპები მოვიდნენ უცხო ქალაქების დასაბომბად და ხალხის მოსაკლავად, საპასუხოდ მათ ფეხებში ესროლეს, ასეთი წამებისა ჩეჩნებსაც კი ეშინოდათ,“ დაწერა შტეინმა.
2021 წელს ლიუსია შტეინს შინაპატიმრობა მიუსაჯეს „სანიტარულ საქმესთან“ დაკავშირებით. ში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე მან მოიშორა ელექტრონული სამაჯური, რომელიც მის გადაადგილებას აკონტროლებდა და რუსეთი დატოვა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო ანტისაომარი გამოსვლებისა და გამონათქვამებისთვის.
უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს დაანგარიშებით, ანტისაომარი პოზიციისთვის რუსეთში საქმე აღძრეს მინიმუმ 875 ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის 270-ის წინააღმდეგ რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების მუხლით.
რუსეთის სასამართლოები ფეიკებად მიიჩნევენ უკრაინაში ომის თაობაზე ცნობებს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.