თათრეთის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და 1 მაისამდე დატოვა პატიმრობაში კრემლის კრიტიკოსი ბლოგერი, „ველურ მედესანტედ” ცნობილი ასხაბალი ალიბეკოვი.
დაღესტნის მკვიდრი ალიბეკოვი, რომელიც ნოვოროსიისკში ცხოვრობს, თებერვალში ჩავიდა ყაზანში, რათა დამკვირვებელი გამხდარიყო და არჩევნების შესახებ ვიდეო გადაეღო, მაგრამ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ბლოგერი ჩიოდა, რომ დაპატიმრების დროს მიწაზე დააგდეს და სახესა და სხეულზე ურტყამდნენ. მის წინააღმდეგ შედგენილია ოქმი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაზე – სავარაუდოდ, თითქოს მან უარი თქვა განყოფილებაში გაყოლასა და არმიის დისკრედიტაციის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი შედგენაზე. ალიბეკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.
საბოლოო ჯამში, ცემის შემდეგ საქმე ძალადობის ბრალდებით აღიძრა, მაგრამ არა პოლიციელთა, არამედ ბლოგერის წინააღმდეგ.
· 2018 წელს, როდესაც ნოვოროსიისკში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მსახურობდა, ალიბეკოვმა „ველური მედესანტის“ სახელით ჩაწერა ცნობილი ვიდეომიმართვა, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემა, უკრაინის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო.
· ალიბეკოვმა ორი წლის წინ უკვე მოიხდა სასჯელი სპეცდაწესებულების საპატიმროში, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფისათვის შეფარდებული მეორე ადმინისტრაციული დანაშაულისთვის.
· იგი აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას და მიიჩნევს, რომ პატიოსანი სამხედროები დაპატიმრების შიშის მიუხედავადაც კი არ უნდა დათანხმდნენ მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას.