რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ალსუ კურმაშევას

რუსეთის სასამართლომ თავისუფლების ექვს-ნახევარი წლით აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაშავედ ცნო ს არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტო „ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, სასამართლო სხდომა გასაიდუმლოებულ ვითარებაში პარასკევს, 19 ივლისს, გაიმართა.
იმავე დღეს, რუსეთის ეკატერინბურგის სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს.
ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსეთის გარდა, -ის მოქალაქეობაც აქვს, ბოლო წლებში ჩეხეთში, ში, ცხოვრობდა და მუშაობდა. პრაღაშია ჟურნალისტის ოჯახიც.
გასული წლის მაისში იგი რუსეთში ჩავიდა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად. კურმაშევას თავიდან ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, შემდეგ კი, ოქტომბერში, დააკავეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა ალსუ კურმაშევას დაკავების ვადის გახანგრძლივებაზე კომენტირებისას თქვა:

„უსამართლობა ამ არასაჭირო და სასტიკ დევნაში ყოველდღიურად იზრდება. ალსუს, როგორც აშშ-ის მოქალაქის, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები დაირღვა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ ის დააპატიმრა და 227 დღეა იქ იმყოფება. ალსუს არც კი მიეცა საშუალება, დაერეკა თავისი მოსიყვარულე ქმრისა და შვილებისთვის, მას უარი ეთქვა აშშ-ის საკონსულო დახმარებაზე და სამედიცინო დახმარებაზე. ალსუ შინ უნდა იყოს, პრაღაში და თავის ქალიშვილებს სასკოლო გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებოდეს და არა გისოსებს მიღმა რუსეთის ციხეში უსაფუძვლო ბრალდებებით“, – ამბობს სტივენ კაპუსი.

აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გაათავისუფლოს ალსუ კურმაშევა, ისევე როგორც Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც ასევე საგამოძიებო იზოლატორშია.

“ჟურნალისტობა აბსოლუტურად არ არის დანაშაული”, – აღნიშნა ბაიდენმა.

25 აპრილს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის კურმაშევასა და გერშკოვიჩის „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ალსუ კურმაშევას დაპატიმრება დაგმო არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.