ს სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის, დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ცნობით, ელისაშვილი ში 2022 წლის მარტში ჩავიდა. იქ ის შეუერთდა საქართველოს ეროვნული ლეგიონის რიგებს, რის შემდეგაც გაიარა სამხედრო წვრთნები და მიიღო იარაღი და ფორმები. შემდეგ ის ფრონტზე წავიდა, სადაც ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. კერძოდ, პოლიტიკოსი მონაწილეობდა ს ოლქის ქალაქ ირპენისთვის გამართულ ბრძოლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი