რუსეთის სარატოვის ოლქიდან დრონებით „მასირებული შეტევის” შესახებ იუწყებიან

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვში და ამავე ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის ბაზა მდებარეობს.
პირველი ცნობები ძლიერი აფეთქებების შესახებ და ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ, ასახავენ ენგელსის ნავთობის ბაზის რაიონში გაჩენილ ხანძარს, სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
დილის 7 საათის შემდეგ სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სარატოვსა და ენგელსზე დრონებით „მასირებული შეტევა” იყო და დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო. რომელი, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სარატოვის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ, მათ შორის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს.
უკრაინას სარატოვის ოლქზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?