რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა კრივოი-როგშიც

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, დილით იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 დაჭრილიდან 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დნეპროპეტროვსკის ადინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 11 მრავალბინიანი სახლი და სკოლის და კლინიკის შენობები. სარაკეტო შეტევა 29 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ განხორციელდა.
29 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც. დაიღუპა ოთხი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია ორი და დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი.
დრონებით შეტევა იყო უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა კიევის სოლომენსკის რაიონში ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ კორპუსსა და სავაჭრო ცენტრში. დაშავდა ექვსი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?