რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე არის საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანების ფაქტები

რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო ს კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს.
არჩევნები ტარდება ში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.
იტყობინებიან შემთხვევებზე, როცა საარჩევნო ურნებში ანტისეპტიკი ბრილიანტის მწვანე ან მსგავსი საღებავი საშუალება ჩაასხეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მოსკოვში, სადაც ამომრჩეველმა ქალმა ურნაში მწვანე ანტისეპტიკური პრეპარატი ჩაასხა.
ქალი დაკავებულია, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლით, იტყობინება მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი.
ანალოგიური შემთხვევები მოხდა ვორონეჟის ოლქში, როსტოვის ოლქში, ვოლგოგრადის ოლქში, ნოვოსიბირსკში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ასეთივე ინციდენტი მოხდა სიმფეროპოლში, ანექსირებულ ყირიმში.
ს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოვიდა მოწოდებით, ურნების „დაცვა გაძლიერდეს“. კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ დაკავებულთა მოქმედებებში არის „ტერორიზმის ელემენტები“, ვინაიდან ისინი თითქოს „უცხოეთიდან იმართება“. იგულისხმება უკრაინა.
გამოცემა „ბაზა“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ უკიდებს ცეცხლს ქალი საარჩევნო კაბინას. ის დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ცეცხლის წაკიდების ინციდენტი მოხდა ტიუმენის ოლქის ქალაქ კოგალიმაშიც.
როგორც „ფონტანკა“ იტყობინება, სანქტ-პეტერბურგში 21 წლის ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ „დავალება“ მიიღო რომელიღაც უკრაინული ტელეგრამის არხისგან, რომელიც მას ფულად ანაზღაურებას დაჰპირდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არცერთი ეს ინციდენტი არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.