რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ ფედორიშჩევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით მტრის დრონები ნოვოკუიბიშევსკში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს თავს დაესხნენ. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, – წერს ვიაჩესლავ ფედორიშჩევი „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე, ფედორიშჩევის ცნობით, დრონებით თავდახმის შემდეგ ოლქში მობილურ ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა და სამარის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.
აფეთქებების ხმა ისმოდა პენზისა და რიაზანის ოლქებშიც.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, პენზის ოლქში დრონები ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო რიაზანის ოლქში დიაგილევოს აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა.
