რუსეთის საზღვართან საბაჟო “ყაზბეგი” სრული დატვირთვით მუშაობს

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იოუწყება.
უწყების ინფორმაციით, ამ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.