“რუსეთის საზღვარზე აფხაზებს ეკითხებიან, რატომ არ მოსწონთ ინალ არძინბა”

აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა საკუთარ საავტორო გადაცემაში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აწვდიან ს სპეცსამსახურებს აფხაზების სიებს “უცხოელი აგენტების” შესახებ.
“უცხოელ აგენტებზე სიებს აწვდიან რუსებს დან და სპეცსამსხურები აჩერებენ მათ.
ადამიანების დიდ რაოდენობას აჩერებენ და აკავებენ საზღვარზე 20 წუთიდან 2 საათის განმავლობაში. ამასწინ ჩვილთან ერთად ახალგაზრდა გოგონა დააკავეს ერთი საათით, რომელიც ასევე აღმოჩნდა სიებში. ასევე საზღვარზე დააკავეს აფხაზი ფოტოგრაფი, ჟურნლისტი და მწერალი იბრაგი ჭკადუა მოსკოვში გამგზავრებისას და შემდეგ ჩამოსვლისას. დაკავებულებს ზოგჯერ უსვამენ კითხვს, მაგალითად, რატომ არ მოგწონთ საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრი ?”- ამბობს ინალ ხაშიგი.
ამავე გადაცემაში ის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას [დე ფაქტო] მიმართავს, პირადად დაკავდეს მსგავსი საკითხებით.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.