რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობას ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შეასრულებს

რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობას ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„ადმირალი მოისეევი კრონშტადტში გამართულ ცერემონიაზე საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინეს“, – აცხადებს რუსული სახელმწიფო მედია.
ადმირალმა, ალექსანდრ მოისეევმა ს საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობაზე ნიკოლაი ევმენოვი შეცვალა, რომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ 10 მარტს გაავრცელა.
ევმენოვის გათავისუფლების ზუსტი მიზეზი რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო დაითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ