რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლოდროინდელი ინციდენტზე“ ისაუბრეს.
„ინციდენტების ფონზე, თანათავმჯდომარეების მიერ ხაზი გაესვა ოფიციალურ თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობას, რათა საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს. ადგილზე უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ერთი მხრივ, თბილისთან და მეორე მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის. ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, მათი შემდგომი დემარკირებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.