რუსეთის საგარეო უწყება ირანზე თავდასხმაზე – გაერო-ს სუვერენული წევრ სახელმწიფოზე, მძინარე, მშვიდობიან ქალაქებსა და ბირთვულ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არაპროვოცირებული დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ს მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები არაპროვოცირებული და მიუღებელია.
„გაერო-ს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვულ- ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
უწყებაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარის მიმართ გულგრილობა გამოხატოს.
„არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი იყოს ასეთი სისასტიკის მიმართ, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ძირი გამოუთხარა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კონფრონტაციის შემცირებისკენ მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა არ დაუშვან დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონის სრულმასშტაბიან ომში ჩაძირვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.