რუსეთის საგარეო უწყება – იაპონია გავაფრთხილეთ, რომ კიევისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას შედეგები მოჰყვება

მოსკოვმა დიპლომატიური არხებით გააფრთხილა იაპონია იმ შედეგების შესახებ, რაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის გადაცემას მოჰყვება, რომელიც, საბოლოოდ, შესაძლოა, ში აღმოჩნდეს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ჟესკიმ განაცხადა.
„როდესაც 2023 წლის დეკემბერში ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ მიაღწია სამხედრო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული ეროვნული წესების საკანონმდებლო შემსუბუქებას – ქვეყანაში წარმოებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის ვაშინგტონისთვის მიწოდების მიზნით – პირდაპირ გავაფრთხილეთ იაპონური მხარე მოსკოვში ელჩის, მუტოს მეშვეობით, რომ ეჭვი არ გვეპარებოდა, ასეთი გადაწყვეტის საბოლოო ბენეფიციარი ს რეჟიმია“, – განაცხადა ჟესკიმ.
მისი თქმით, იაპონიის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდებაში ასეთი დახმარების აღმოჩენა განიხილება როგორც ტოკიოს თანამონაწილეობა კიევის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობის ზრდას იწვევს.