რუსეთის საგარეო უწყება – „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია, – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დასავლეთის ინიციატივით, „დიდი ოცეულის“ დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის, შეტანა დესტრუქციულია.
რუსეთის დელეგაცია აპირებს, რომ პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება „დიდი ოცეულის“ პოლიტიზაციის მიუღებლობას მიაპყროს, რომელიც, მისი მანდატის მიხედვით, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

გიგი წერეთელი – პოლიტიკურ ოპონენტებზე – გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება