რუსეთის საგარეო უწყება – ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადადგა და სირია დატოვა – მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა სირიის კონფლიქტის რამდენიმე მონაწილესთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა, – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, ამ მოლაპარაკებებში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია.
„ბაშარ ალ-ასადსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის რამდენიმე მონაწილეს შორის მოლაპარაკების შედეგად მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დატოვა ქვეყანა, გასცა მითითებები ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას