რუსეთის საგარეო უწყება – აშშ-ის ელჩი, სევასტოპოლის ამერიკული რაკეტებით დაბომბვის გამო, დემარშის მიზნით დავიბარეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული რაკეტებით სევასტოპოლის დაბომბვის გამო, -ის ელჩი, ლინ ტრეისი უწყებაში დაიბარეს.
„მის მიმართ განხორციელდა დემარში ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული ს რეჟიმის ახალ სისხლიან დანაშაულთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ელჩს განუცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯები დაუსჯელი არ დარჩება და საპასუხო ზომები მოჰყვება.
შეგახსენებთ, რუსული მხარე ს ATACMS-ის რაკეტებით ოკუპირებული ს ქალაქ სევასტოპოლის დაბომბვაში ადანაშაულებს. საოკუპაციო ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ