რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გმობენ -ის ქმედებებს კუბის წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გმობს -ის ქმედებებს კუბის წინააღმდეგ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ვაშინგტონის ქმედებებს კუბაზე ზეწოლის სტრატეგიის რეციდივი და მისი ეკონომიკური დახრჩობის მცდელობას უწოდა.
ზახაროვას თქმით, მოსკოვსა და ჰავანას შორის თანამშრომლობა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული და გააგრძელებს განვითარებას.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კუბის საწინააღმდეგო ახალ დოკუმენტში აშშ-მა რუსეთს „მტრული“ და „მავნე“ სახელმწიფოს კლასიფიკაცია მისცა.
„კატეგორიულად მიუღებელია სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციები, რომლებიც გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით არის დაწესებული. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰავანას წინააღმდეგ უკანონო ამკრძალავ ზომებს და კუბის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ზეწოლას“, – აღნიშნა ზახაროვამ.
1tv.ge