რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს უთხრეს, რომ მოსკოვი ჩვენს საზღვარზე ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ფინეთისა და მისი ნატო-ს მოკავშირეების აგრესიული გადაწყვეტილებების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს”, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვდომის საშუალებას აძლევს.