რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
ს მოქალაქეებს დაჟინებით ვურჩევთ, თავი შეიკავონ რეგიონში მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ტერიტორიებზე, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბული ვითარებაა.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ს მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია.
„ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.