რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ზელენსკის “გამარჯვების გეგმა” ნატოს უბიძგებს რუსეთთან კონფლიქტისკენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ კომენტარი გააკეთა „გამარჯვების გეგმაზე“, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა მ წარუდგინა ვერხოვნა რადას.
ზახაროვამ პრესისთვის პუნქტების მიხედვით დაწვრილებით გაარჩია ზელენსკის გეგმა.
უკრაინის თავდაცვის გამაგრების შესახებ ზელენსკის გეგმაზე მან თქვა: „ზელენსკის ამის მიღწევა სურს, მისი თქმით, წერტილოვანი ოპერაციებით გარკვეულ ადგილებზე. რატომ მოერიდა ამ გარკვეული ადგილების დასახელებას? როგორ სურს ამის მიღწევა? პარტნიორებთან ერთად ს ავიაციისთვის ზარალის მიყენებით. ანუ ის ნატოელებს უბიძგებს ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი კონფლიქტისკენ და კვლავ ითხოვს იმას, რომ მიიღოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება, მაშინ, როცა მშვენივრად ესმის, ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც მას ეს დაუწერა, გაცნობიერებული ჰქონდათ, რას გამოიწვევს ეს. ვინაიდან ზუსტად ერთი კვირის წინ შესაბამისი განცხადებები გაკეთდა რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით,“ თქვა ზახაროვამ.
როგორც BBC შენიშნავს, ომში დასავლეთის ჩათრევის თეზისი ოთხშაბათს წამოაყენეს რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც. კერძოდ, ამის შესახებ ადრე წერდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რომელიც სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს გამოვიდა უკრაინის უმაღლეს რადაში და დეპუტატებს წარუდგინა ე.წ. გამარჯვების გეგმა – ზომების კომპლექსი, რომელიც, ს აზრით, ხელს შეუწყობს რუსეთის იძულებას, დაასრულოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის