უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მუხტი, რომელიც ალასკის სამიტმა გააჩინა, დაიკარგა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის მუხტი, რომელიც შეთანხმების მისაღწევად ანკორიჯის სამიტმა გააჩინა, მოწინააღმდეგეებისა და „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ მხარდამჭერების, პირველ რიგში კი ევროპელების ძალისხმევით, დიდწილად დაიკარგა“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ების ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება.
„ნამდვილად, მსგავსი სისტემების გამოჩენა, თუ საქმე აქამდე მივა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. თუმცა, ეს ჩვენი დასახული მიზნების მიღწევაზე გავლენას არ მოახდენს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
