რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შემოდგომის ბოლომდე გაიმართება

რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შემოდგომის ბოლომდე გაიმართება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ეს შემოდგომის ბოლომდე აუცილებლად მოხდება. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი შეთანხმებული არ არის და ყველაფერი განიხილება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს ამერიკელების წინაშე მუდმივად აყენებს.
„ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც კონსულტაციების დროს ვმუშაობთ. ამჟამად ვაშინგტონში რუსული მხარისგან მიღებულ რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას განიხილავენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია