რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მიმართ

მოსკოვი უარყოფითად არის განწყობილი სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესონ.
„რაც ხდება, ფაქტობრივად, საქართველოს შიდა საქმეა, მხოლოდ ამით მინდა შემოვიფარგლო ჩემი კომენტარისას. მოსკოვს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ. შესაბამისად, ის ასეთ ჩარევას არ მიმართავს“, – განუცხადა გალუზინმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუში განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით

ირაკლი კობახიძე ბერლინში გიორგი გახარიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე – ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია – კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არაა ეს ყველაფერი