რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი – ნატო უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის საფრთხეს აცნობიერებს

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.
„თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გამოჩნდება, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ასეთი განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი საბოლოოდ გაიმარჯვებს დასავლეთში“, – აღნიშნა ალექსეი პოლიშჩუკმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად გამოიყენონ ალიანსი რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტად, მისი ხელმძღვანელობის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, „აცნობიერებს უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის პოტენციურ საფრთხეს და ცდილობს დისტანციის შენარჩუნებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში