რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი – დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ ს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია სთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”.
“ამ აქციის მიზანია – სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი აირჩევს. გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს”, – განაცხადა ნარიშკინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – ყველაფერი აჩვენებს, რომ კორუფციული კუთხით მოძრაობები ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიადგეს, რათა მისი დადანაშაულება არგუმენტირებულად მოხდეს – „ოცნებაში“ დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს ფულია გამქრალი