რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქებისშედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. თავდაპირველად დასახელებული იყო 12 დაღუპული და 35 დაჭრილი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კი მოკლულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი.
სროლა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა, შემდეგ კი შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რაც სავარაუდოდ აფეთქებას მოჰყვა
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების ვინაობა.
ს საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში მომხდარ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმე
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აღძრა, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური ოფისის საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
სროლასთან ერთად, იყო აფეთქებაც რამაც ხანძარი გამოიწვია. ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ვერტმფრენები გაგზავნა.