რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ავრცელებს.
„დაახლოებით, 04:00 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ვასილი გოლუბევი „ტელეგრამის“ არხზე.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.