რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებით შეუტიეს, მათ შორის ნავთობის ბაზას

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო ს რეგიონებზე, მათ შორის კრასნოდარის მხარესა და ადიღეს რესპუბლიკაზე.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტი“ და რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი დღეს, 20 ივნისს გამთენიისას იუწყებოდნენ, რომ დრონებით თავდასხმა იყო კრასნოდარის მხარის აფიპსკის რაიონში.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ეს უარყო. მისი ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სლავიანსკის რაიონში დანგრეულია კერძო სახლი, დაიღუპა ერთი ადამიანი. სხვა წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
უპილოტო საფრენი აპარატებით ნავთობის ბაზაზე შეტევა იყო ადიღეს რესპუბლიკის დაბა ენემში. ეს დილით დაადასტურა რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმაც. მისი ინფორმაციით, დილის 6 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო. ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ეს ობიექტი კომპანია „ლუკოილს” ეკუთვნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ადიღეში გაანადგურეს 6 უკრაინული დრონი, ხოლო კრასნოდარის მხარეში – 3. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და თითო-თითო როსტოვის, ბელგოროდის და ორიოლის ოლქებში.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს