რუსეთის რეგიონებზე მასირებული შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო – მედია

რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი მასირებული შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა ინფორმირებულმა წყარომ უკრაინის თავდაცვის ძალებიდან. წყაროზე დაყრდნობით იგივეს წერს BBC-ს უკრაინული სამსახური.
მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროს თანახმად, დრონებით დაარტყეს ს სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომის საბრძოლო მასალების საწყობს, ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ტულის ოლქში მდებარე ქიმიურ კომბინატს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე. ამ ობიექტებზე დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა