რუსეთის პროკურორები 18 წლით პატიმრობას ითხოვენ ამერიკელი გერშკოვიჩისთვის

პროკურორებმა ს სასამართლოს სთხოვეს, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და მას 19 წლით მიუსაჯოს პატიმრობა – ბრალდებას უარყოფენ თავად გერშკოვიჩი, მისი გამოცემა და -ის მთავრობა და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლო განაჩენს 19 ივლისს, მოგვიანებით გამოაცხადებს. ამავე დღეს სასამართლომ მოისმინა შემაჯამებელი არგუმენტები, ერთი დღით ადრე კი გერშკოვიჩის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ Wall Street Journal-ი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
სასამართლო პროცესი 26 ივნისს დაიწყო და სვერდლოვსკის რეგიონულ სასამართლოში, ეკატერინბურგში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააპატიმრეს 2023 წლის 29 მარტს, როცა ჟურნალისტურ მივლინებაში იყო. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს რუსეთის მიერ უკრაინის ომში გამოყენებულ ტანკებს. ბრალდების თანახმად, გერშკოვიჩს ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის(CIA) უნდა გადაეცა.
გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას