რუსეთის პროკურატურა მწერალ ბორის აკუნინისთვის 18-წლიან პატიმრობას მოითხოვს

რუსეთის პროკურატურა მოითხოვს მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად მიესაჯოს 18-წლიანი პატიმრობა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში – ტერორისტული მოქმედებების მხარდაჭერის, ტერორიზმის გამართლების და ე.წ. “უცხოეთის აგენტის” რეესტრის წესების შეუსრულებლობის მუხლებით. აკუნინის საქმეს განიხილავს სამხედრო სასამართლოს საოლქო ინსტანცია.
“მედიაზონის” კორესპონდენტი სასამართლოს დარბაზიდან იუწყება, რომ პროკურორი ნატალია მაკაროვა ასევე მოითხოვს აკუნინის დაჯარიმებას 400 ათასი რუბლის (დაახლოებით 5 100 ამერიკული დოლარი) ოდენობით და მისთვის საინტერნეტო გვერდების მართვის აკრძალვას სასჯელის მოხდიდან 5 წლის განმავლობაში.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ 2025 წლის 11 იანვრიდან 24 აპრილამდე ბორის აკუნინმა თავის ტელეგრამის არხზე განათავსა “არანაკლებ 33 მასალა”, იმის აღნიშვნის გარეშე, რომ ეს მასალები ეხებოდა “უცხოეთის აგენტის” ქმედებებს.
ტერორიზმის გამართლების შესახებ ბრალდება უკავშირდება აკუნინის მიერ ტელეგრამით 2024 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტს – “ახლა მე რევოლუციას ვუჭერ მხარს, რადგან სხვა არანაირი საშუალებით არ გამოვა დიქტატურისგან გათავისუფლება. არ არის და არ იქნება, ოპონენტებს რეჟიმი ხოცავს ან ციხეებში ალპობს. დიახ, რევოლუცია – ეს აფეთქებაა. მაგრამ ისტორიაში არსებობს ისეთი ხერგილები, რომლებსაც აფეთქების გარდა, ვერაფრით ვერ გაწმენდ”.
“ტერორისტული მოქმედების მხარდაჭერად” ბრალდება მიიჩნევს სატელეფონო საუბარს აკუნინსა და ე.წ. პრანკერებს, ვოვანსა და ლექსუსს შორის – რომლებმაც მას თავი წარუდგინეს უკრაინის პრეზიდენტად, დ და კულტურის მინისტრად, ოლექსანდრ ტკაჩენკოდ. ამ საუბარში აკუნინი გამოდიოდა “ს და უკრაინის კულტურის მოღვაწეების გაერთიანებისკენ” მოწოდებით და აცხადებდა, რომ გამარჯვება შეიძლება მოხდეს მხოლოდ “ტვინებსა და გულებში” და არა ბრძოლის ველზე. აკუნინი ასევე გამოდიოდა მოწოდებით, აქტიური აგიტაცია ჩასტარებოდათ რუსეთის სამხედროებს, რათა ისინი ს ჩაჰბარებოდნენ და უკრაინის მხარეს გადასულიყვნენ.
ფორუმი