ს პრემიერ-მინისტრი – რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, აგრძელებს განვითარებას და ყველაზე მაღალ დონეზეა, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ქალაქ ხანგჭოუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ისტორიაში უმაღლეს დონეზეა და დინამიურად აგრძელებს განვითარებას ყველა სფეროში, სხვადასხვა დაბრკოლებისა და დასავლეთის უკანონო სანქციების მიუხედავად“, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა გაზარდოს ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტების მიწოდება, რომლებიც პოპულარული გახდა ჩინეთის მაცხოვრებლებში.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 15%-ით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ მაღალი ხარისხის რუსული საკვები პროდუქტების მიწოდება, რომელიც ჩინეთის მაცხოვრებლებისთვის ნაცნობია“, – აღნიშნა მიშუსტინმა.