რუსეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრს“ ალექსანდრ ანქვაბს ე.წ. გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მიშუსტინის თქმით, „ქვეყნებს“ შორის სხვადასხვა სფეროში მეგობრული და მოკავშირე ურთიერთობები ვითარდება, რაც აკმაყოფილებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის გრძელვადიან ინტერესებს.
„მინდა გამოვხატო კმაყოფილება რუსეთ-აფხაზური მეგობრული და მოკავშირეობრივი ურთიერთობების განმტკიცების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ სამთავრობო ხაზების მეშვეობით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას და პერსპექტიული პროგრამებისა და ინიციატივების წინსვლას. ეს სრულად პასუხობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის გრძელვადიან ინტერესებს“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დღეს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)