რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი, საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს

“მე უნდა შევაჩერო პუტინი”, – ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი, საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერებს თბილისში აგროვებს. მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და საქართველოში მყოფ მის მხარდამჭერებს მოუწოდა, ხელმოწერები ბეთლემის ქუჩაზე დატოვონ.
ბორის ნადეჟდინი 30 წელია უკვე პოლიტიკოსია. ის, ამჟამად, მოსკოვის ოლქის დეპუტატთა საბჭოს წევრი და რუსეთის მესამე მოწვევის დუმის დეპუტატია. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურა პარტია “სამოქალაქო ინიციატივამ” დაასახელა. ნადეჟდინი ასევე არის პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის ბორის ნემსოვის დაახლოებული პირი.
ნადეჟდინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინს არჩევნებში დაამარცხებს, უკრაინიდან რუსულ ჯარებს გაიყვანს, თუმცა, ამავდროულად, მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიაა. მას თავის დროზე რუსეთ-საქართველოს ომიც აქვს შეფასებული სადაც მისი თქმით, საქართველო იყო დამნაშავე.
არის თუ არა ბორის ნადეჟდინი რეალურად ოპოზიციონერი კანდიდატი, ანალიტიკოსებსაც კი ეჭვი ეპარებათ. ის ხშირად სტუმრობს პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, თუმცა მისი რეგისტრაციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ამ პერიოდში უკეთესი არჩევანი არ აქვთ და ამბობენ, რომ ცდილობენ, რამენაირად სცადონ და ხელი შეუწყონ რუსეთში ვითარების ცვლილებას.
რუსეთის პრეზიდენტის ს 15-17 მარტს გაიმართება, მასში მონაწილეობის მსურველებმა კი რეგისტრაციისთვის 100 000 ხელმოწერა უნდა წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში პუტინს რეალური მოწინააღმდეგე არ ჰყავს და ყველა სხვა მსურველი ფსევდო კონკურენტია.