რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, თავდაპირველად ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, ალასკაზე -ისა და რუსეთის სამიტი ორი ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრით დაიწყება.
„მოსალოდნელია, რომ ყველაფერი ხვალ, 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათი), ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრით დაიწყება“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის განცხადებით, თავდაპირველად -ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება.
რუსული მხარის დელეგაციის შემადგენლობაში უშაკოვის გარდა კიდევ ოთხი წევრი იქნება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი , თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
შეხვედრის შემდეგ და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას