ს პრეზიდენტის თანაშემწე – ჯერჯერობით, „სამშვიდობო გეგმის“ დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია – ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა

რუსეთის დელეგაცია აბუ-დაბიში -ის წარმომადგენელს შეხვდა, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
იური უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და უკრაინის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მგრძნობიარე საკითხების, მათ შორის პატიმრების გაცვლის შესახებ შეხვედრებს პერიოდულად მართავენ.
უშაკოვის თქმით, „მხარეებს შორის შეხვედრაზე მოულოდნელად -ის ახალი წარმომადგენელი [აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი] აღმოჩნდა“.
„შეხვედრაზე აღმოჩნდა აშშ-ის ახალი წარმომადგენელი, რომელიც ახლა უკრაინის საკითხზე მუშაობს. როგორც მე გავიგე, მას შეხვედრა უკრაინის წარმომადგენლებთან ჰქონდა, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული. ასევე, სრულიად მოულოდნელად, ის ჩვენს წარმომადგენლებსაც შეხვდა“, – განაცხადა უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვმა აღნიშნა, რომ აბუ-დაბიში შეხვედრაზე „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა არ მომხდარა.
„ჯერჯერობით სამშვიდობო გეგმის დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია. ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით