რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„თუ თემებს დავასახელებთ, პირველი, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კრიზისი იყო. მეორე თემა კი აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები „სასარგებლო და კონსტრუქციული იყო“.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ“, – აღნიშნა უშაკოვმა.