რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – -ის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი ჩვენთვის მისაღებია – დღეს ევროპული გეგმის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სრულიად არაკონსტრუქციულია და მიუღებელია

აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი რუსეთისთვის მისაღებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ გავეცანით ერთ ვერსიას, რომელიც ალასკაზე მიღწეული შეთანხმებების შინაარსს შეესაბამება. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამ გეგმიდან ყველა არა, მაგრამ ბევრი პუნქტი ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, გეგმის ბევრი პუნქტი განხილვას მოითხოვს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებთან კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა.
„ამჟამად 28 პუნქტია და მათგან ბევრი მხარეების მიერ დეტალურ განხილვას საჭიროებს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის ცნობით, კრემლი ევროკავშირის სამშვიდობო წინადადების შესახებ ინფორმირებულია.
„დღეს დილით ევროპული გეგმის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”