რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით

აშშ-ს ესმის რუსეთის პოზიცია ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ზოგადად, ტერიტორიების საკითხი აქტიურად განიხილებოდა აქ, მოსკოვში და ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, ეეჭვება, რომ ევროპასთან და უკრაინასთან აშშ-ის კონსულტაციების შემდეგ სამშვიდობო გეგმაში რაიმე კარგი დაემატოს.
„არ ვიცი, ამ კონსულტაციების შემდეგ რას მიიღებენ ქაღალდზე. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე კარგი იყოს“, – აღნიშნა უშაკოვმა და დასძინა, რომ თუ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მიუღებელი დებულებები დაემატება, მოსკოვი მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა