რუსეთის პატრიარქმა კირილმა პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა სრულად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, -ს ანგელოზის დღე მიულოცა.
“გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს.
თქვენი ზეციერი მფარველის, ღვთის წინასწარმეტყველი ილიას, მფარველობით გამტკიცებული, თქვენთვის ჩაბარებულ სამწყსოს ღვთის მცნებების დაცვისა და მისი ყოვლად კეთილი განგების მტკიცე სასოების კარგ მაგალითს აძლევთ, ამტკიცებთ რა ჭეშმარიტ მრწამსს ადამიანებში და მოუწოდებთ, იბერიის უძველესი ტრადიციები დაიცვან.
თქვენ მრავალი ათწლეულების განმავლობაში აღასრულებთ თქვენს საპატრიარქო მსახურებას, დაუღალავად ზრუნავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, თავს იჩენთ სიმართლით, ღვთისმოსაობით, სიყვარულით, მოთმინებითა და თვინიერებით (პირველი ტიმოთეს მიმართ, 6:11).
ამ წმინდა დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის განსაკუთრებულ ლოცვებს წარმოვთქვამ, რათა უფალმა საოცარი წინასწარმეტყველის შუამავლობით, რომელმაც განთიადით გონება გაანათლა (სტიქარონი წმინდანს), თქვენ წმინდა მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ წინამძღვრულ საქმიანობაში ძალთა სიმტკიცე და უხვი დახმარება გიბოძოთ”. – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს წმინდა ილია (ელია) თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა.