რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს­-პატრიარქს, -ს აღსაყდრების წლისთავს ულოცავს

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს­-პატრიარქს, -ს აღსაყდრების წლისთავს ულოცავს, – მილოცვის წერილს რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. გულწრფელად გილოცავთ საქართველოს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების წლისთავს. თქვენი მრავალწლიანი წინამძღვრობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისმოშიში მსახურების მაგალითია. თქვენ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში დაიმსახურეთ: თქვენ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივს გცემენ, როგორც გულმოდგინე მთავარეპისკოპოსსა და გულმხურვალე მლოცველს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენს მნიშვნელოვან წვლილს დიდად აფასებს. ამ მნიშვნელოვან დღეს განსაკუთრებით ვლოცულობ, რომ უფალმა თავისი მადლის სიუხვით, თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალა განაახლოს და საპასუხისმგებლო პატრიარქალურ მსახურებაში გაგაძლიეროთ“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით