ს პარლამენტში სურთ, გამკაცრდეს მუხლები არმიის “დისკრედიტაციისა” და სანქციებისკენ მოწოდების შესახებ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა შეიმუშავეს შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებითაც უნდა გამკაცრდეს სასჯელები, გათვალისწინებული არმიის “დისკრედიტაციისა” და სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებისთვის.
მუხლებში შეიტანენ განსაზღვრებებს “ანგარებით” და “დაქირავებით”, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა შესაძლებელი იქნება მანამდე ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების გარეშე – იუწყება გამოცემა Коммерсантъ-ი.
შესწორებების შემდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდება, რომელიც განხორციელებული იქნება ანგარებით ან დაქირავებით, დაისჯება 3 მილიონამდე რუბლით (დაახლოებით 31 000 დოლარი) ან ხუთ წლამდე პატიმრობით. ამჟამად სასჯელები განსაზღვრულია 500 ათასამდე რუბლით (დაახლოებით 5 ათასი დოლარი) ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ანალოგიური შესწორებები შევა მუხლში არმიის “დისკრედიტაციის” შესახებ, თუმცა სასჯელის გამკაცრების გარეშე – ჯარიმა რჩება განსაზღვრული 1 მილიონამდე რუბლით (10 ათასამდე დოლარი) და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კიდევ ერთი მუხლი, რომელშიც “ანგარების” და “დაქირავების” განსაზღვრებები შევა, არის იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა, რომელთა წევრიც არ არის. ეს მუხლი შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დეპუტატებს სურთ ასევე ამოქმედდეს ქონების კონფისკაცია.
შესწორებები შეიმუშავეს მმართველი პარტიის, “ედინაია როსიას” დეპუტატებმა ირინა იაროვაიამ და ვასილი პისკარიოვმა. სამთავრობო კომისიამ შესწორებებს უკვე დაუჭირა მხარი.
გამოცემა Коммерсантъ-ი ესაუბრა ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მუხლების გამკაცრება მიმართულია ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების, ადვოკატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა ში, რუსეთში ყოველთვიურად ათობით საქმე აღიძვრება რუსეთის არმიის “დისკრედიტაციისა” და მასზე “ყალბი ცნობების” გავრცელების შესახებ. ამ მუხლით ასამართლებენ, აჯარიმებენ და აპატიმრებენ ოპოზიციონერებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ინტერნეტში აქვეყნებენ რუსეთის ხელისუფლების და სახელმწიფო მედიის ვერსიებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ომის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებზე – რამდენი ხანია იმავეს ვეუბნებით ბრიუსელს და ვაწყდებით ყრუ კედელს – იმედია, აშშ-ის მკაფიო პოზიცია მაინც იქნება ბრიუსელისთვის განგაშის ზარი