რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 000 საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. დოკუმენტებს ხელი ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით მოაწერა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგი შეავსონ.
“ჩვენ გავაფორმეთ 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას,” – იენს სტოლტენბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა