პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთის ნაკრები სრულ იზოლაციაში მოექცა და გუნდის ხელმძღვანელობას ძლიერი მეტოქის პოვნა უჭირს.
2022 წლის მარტიდან მოყოლებული რუსები ისეთ მეტოქეებს შეხვდნენ, როგორებიც უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ვიეტნამი, კატარი, კამერუნი არიან. უკვე რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულების გუნდმაც გამოთქვა.
რუსებთან თამაშის წინააღმდეგი აგრეთვე არ არიან ცენტრალური აფრიკის, ერაყის, კენიისა და ბელარუსის ნაკრები გუნდები.